VIDEO: ,,უმარტივესია, ყველას შეუძლია ამის გაკეთება" - წყლის რიტუალი, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგვეხმარება

წყალი მთვარეზე

ბლოგერი ანი ანთაძე საზოგადოებას უმარტივეს რიტუალს უზიარებს.

მისი თქმით, რიტუალი 9 ოქტომბერს, სავსემთვარეობისას უნდა შესრულდეს და ის სურვილებისა და ოცნებების ასრულებაში დაგვეხმარება.

„უმარტივესი რიტუალია, ყველას შეუძლია ამის გაკეთება. ყველაფერს აქვს თავის ენერგია, განსაკუთრებით ეს ჩანს წყალში, წყალი კონკრეტული ენერგიის და ინფორმაციის მატარებელია. იმისათვის, რომ წყალი 0 გრადუსზე დავიყვანოთ და საერთოდ გავუქროთ რაღაც ინფორმაცია და ენერგია, უნდა გავყინოთ, შემდეგ ამ გაყინულ წყალს, რომ გამოვიღებთ მაცივრიდან, აწმყო დროში გაჟღერებულად ვეტყვით ჩვენს მიზნებს, სურვილებს, რა რესურსები, რა დამატებითი ძალა გვჭირდება ამ ყველაფრისთვის. შემდეგ, კვირას, ღამეს გავიტანოთ სავსე მთვარეზე. კვირა ღამეს დაიმუხტება მთვარე - ვერძის ენერგიებით და დილას, რომ გაიღვიძებთ გადით აივანზე, ან სადაც დადებთ წყალს და ეს წყალი ერთი მოყუდებით დალიეთ და ამ დროს შეიგრძენით, რომ ეს ყველა თქვენი სურვილი და მიზანი უკვე მომხდარი და ასრულებულია“, - განაცხადა „შუადღეში“ ანი ანთაძემ.