რომელი დღეები იქნება 2024 წლის მარტში ყველაზე იღბლიანი, როცა წარმატების მიღწევისა და გამართლების გაცილებით მეტი შანსი გვექნება

ჰოროსკოპი

024 წლის მარტი ბევრ ადამიანს ახალ შესაძლებლობებს, ცვლილებების სურვილსა და წარმატებას მოუტანს. მარტი მართლაც რომ გამორჩეული თვე იქნება. შეგიძლიათ, მოგზაურობა, ყველაზე ამბიციური პროექტები, საკუთარი საქმის წამოწყება, რაიმეს შესწავლა, გაუმჯობესება თამამად დაგეგმოთ და შესაბამის შედეგსაც დაელოდოთ. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და შეგეძლებათ, რეალური, თქვენთვის სასარგებლო ცვლილებები გამოიწვიოთ. მთვარე რომ ადამიანზე , მის შრომისუნარიანობაზე, ენერგიასა და განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს, არაერთხელ გვისაუბრია. ამიტომაც, მარტის თვისთვისაც მთვარის კალენდრის მიხედვით ასტროლოგებმა ყველაზე ხელსაყრელი და შედარებით საყურადღებო თარიღები დაასახელეს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი გეგმების განხორციელება სწორ დროს დაიწყოთ.

2024 წლის 10 მარტს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ჯობს, დრო ენერგიის აღდგენასა და დასვენებას დავუთმოთ. თევზები ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომატებულ შფოთვას, ემოციურობას, უიმედობას იგრძნობთ. ამავდროულად, შესაძლოა, კონცენტრაცია გაგიჭირდეთ. იმის გამო, რომ მომატებულ ემოციურობას გრძნობთ, არასწორად აღიქვათ გარკვეული ფრაზები, სიტყვები და კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. ამიტომაც, ჯობს, დრო მშვიდად გაატაროთ, იფიქროთ სამომავლო გეგმებზე, მოინიშნოთ იდეები, განსახორციელებელი საქმეების შესახებ ინფორმაცია და მომდევნო დღეებში რეალური ნაბიჯებიც გადადგათ. 

2024 წლის 25 მარტს სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სავსე მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, ამიტომაცაა, რომ, როგორც წესი, მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობთ, თუმცა ფიქრები და ემოციები ქაოსურია. ამ შემთხვევაშიც, კონფლიქტების რისკი იზრდება. სავსე მთვარე სასწორის ნიშანში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი შემოქმედებითი, კრეატიული საქმე, პროექტი, რომელზეც აღნიშნულ დღეს გადაწყვეტთ მუშაობას, უნიკალური იქნება და საოცარ შედეგს გამოიღებს.

1-9 მარტი - კლებადი მთვარის პერიოდია
11-24 მარტი - მზარდი მთვარის პერიოდია
26-31 მარტი - კლებადი მთვარის პერიოდია
ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2024 წლის მარტისათვის:
 
ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 14, 20, 21, 23 მარტი. აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ, ყველა მნიშვნელოვანი საქმის, პროექტის განხორციელება, ცვლილებები, მოლაპარაკებები, იმიჯის შეცვლა, რაც გსურთ, დაგეგმოთ - შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ის საქმეები, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით, უამრავი იდეა და საინტერესო აზრი გაქვთ და ოცნებების ასასრულებლად მზად ხართ.

14 მარტს მზარდი მთვარე კუროს ნიშანში იქნება. კურო შრომისმოყვარე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული ნიშანია. ამიტომაც, შეგიძლიათ, ამ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩაუყაროთ საფუძველი.

20 მარტს მზარდი მთვარე ლომის ნიშანში იქნება. კომუნიკაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სასიამოვნო შეხვედრებისთვის, ვარჯიშისა და კვების რეჟიმის ცვლილების, ახალი საქმეების წამოწყებისთვის იდეალურია. ვრცლად

ასევე ნახეთ

„ასტროლოგები მას გამარჯვებების დღეს უწოდებენ“ - ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2024 წლის მარტისათვის

რა ნივთიერებებს შეიცავს მგლის ქონი, ვირის ტვინი, დათვის ქონი, რომლებიც ადამიანებზე მაგიური ზემოქმედებისთვის გამოიყენება