გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობას, სახელმწიფო ნარკოტიკის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს უბიძგებს, უარი თქვან მოხმარებაზე - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

მომდევნო ორი თვის განმავლობაში, გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, უბიძგებს, უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამავდროულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.