რომელი დღეა წარმატების მისაღწევად ყველაზე ხელსაყრელი

ბედნიერება

ასტროლოგები ასახელებენ, რომელი დღეები მიმდინარე კვირაში ყველაზე წარმატებული და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

8 მაისი

შეეცადეთ, ამ დღეს საკუთარ თავზე განსაკუთრებით იზრუნოთ და სხვების პრობლემები ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ. შესაძლოა, სულიერი სიცარიელე, დეპრესიისკენ მიდრეკილება იგრძნოთ და ჩათვალოთ, რომ არაფერი გამოგდით, მაგრამ რთული დღეები მალე დასრულდება და კვლავ იპოვით მოტივაციას. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტურ სიტუაციაში და ეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და ის აკეთოთ, რაც ბედნიერებას განიჭებთ.

9 მაისი

ამ დღეს შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ, მაგრამ ვერ ახერხებდით, დრო, ენერგია, შემართება არ გყოფნიდათ. განახლების სურვილს იგრძნობთ და შეძლებთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შემდეგ აუცილებლად გადაუხდით სამყაროს მადლობას იმის გამო, რომ წარმატებისა და განვითარების შანსი მოგცათ.

10 მაისი 

ეს დღე, შესაძლოა, შედარებით რთული აღმოჩნდეს და სევდა, უიმედობა იგრძნოთ. მთავარია, ამ მდგომარეობამ არ შეგიპყროთ. დაიწყეთ ფიქრი ყველა გამართლებაზე, იღბალსა და კარგ ამბავზე, გაიხსენეთ ყველა სიკეთე, საოცარი, თუნდაც ძალიან მცირე ისტორია, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდა და ეს მოგცემთ შემართებას, რომ ისევ ხალისით განაგრძოთ ყოველდღიურობა და არასოდეს იფიქროთ დანებებაზე. რთული დღეები დასრულდება და მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიღებასაც შეძლებთ. გააგრძელეთ კითხვა..