კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ 1:0 სძლია.
ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია კი ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
კვარამ თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.
საჩემპიონატო ზეიმის დროს ხვიჩამ ლაივი ჩართო, მოულოდნელად კადრში სპალეტი შეიჭრა, ხვიჩას ჩაეხუტა და აკოცა. მწვრთნელის ამ მოულოდნელ საქციელს არავინ ელოდა.
თავად ხვიჩა „მარადონაზე“ ქართული დროშით გავიდა. ქართველის გამოსვლას ყველაზე ხანგრძლივი ოვაციები და შეძახილები მოჰყვა.