„ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, არ ვარგა ფინანსური ოპერაციები...“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 12 აპრილის პროგნოზს გვიზიარებს.

დღეს გეომაგნიტური დღეა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ახალი კავშირები, გაცვლითი ოპერაციები.

კარგია უძრავი ქონების ან მანქანის ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა.

ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი კრემისფერი, მწვანე, ყავისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი ,აქატი, მალაქიტი ან მარჯანი.

სუსტდება ძვლები, სახსრები, ხერხემალი, მუხლები, კანი, თვალები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის