„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
ასტროლოგების თქმით, თქვენი მზის ნიშანი წარმოადგენს თქვენს გარეგნულ ხედვას, მაგრამ მთვარის ნიშანი, ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია ასტროლოგიაში, რადგან ის განსაზღვრავს პირად მეს, ეგოს, და შინაგან დაუმუშავებელი ვერსიას. ესთქვენი პიროვნების ის მხარეა, რომელსაც ხალხში მხოლოდ მაშინ ავლენთ, როცაისინი ნამდვილად გაგიცნობენ.
მთვარე ვერძში
ვერძი მთვარის ნიშანში გრძნობებში თავდაჯერებულია, რაც, შეიძლება აგრესიულიც აღმოჩნდეს, ისინი არასდროს არ მალევენ რას გრძნობენ, ან რას ფიქრობენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ვერძის მთვარის ნიშნები თავგადასავლის მოყვარულები, ვნებიანი და ცოტა იმპულსურები არიან.
მთვარე კუროში
როდესაც საქმე ეხება ემოციებს, კურო მთვარის ნიშნებს შეიძლება ნელი რეაქცია ჰქონდეთ, რადგან ამ ნიშანს დრო სჭირდება ემოციების გადამუშავებისათვის. კურო მთვარეებს აქვთ ფრთხილი, თბილი ენერგია. მათი ერთადერთი გამოწვევაა მათი სიჯიუტე.
მთვარე ტყუპებში
ტყუპებს მართავს მერკური, კომუნიკაციისა და ინტელექტის პლანეტა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მთვარის ეს ნიშანი უფრო გონებრივ მიდგომას არჩევს ემოციურ დამუშავებას. როდესაც საქმე რთულდება, ისინი თავიანთ გრძნობებს ლოგიკის საშუალებით მართავენ. თუმცა, როგორც ცვალებადი ნიშანი, მათი ემოციებიც ზოგჯერ შეიძლება ცვალებადი იყოს.
მთვარე კირჩხიბში
კირჩხიბის ნიშანში მთვარე თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. კირჩხიბი მთვარეები სენტიმენტალურები და ინტუიციურები არიან მათი თანდაყოლილი თანაგრძნობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად რთულია, დრო დახარჯოთ კირჩხიბის მთვარის გასაცნობად, ის ღრმა ურთიერთობას ქმნის ადამიანებთან. საბოლოო ჯამში, მთვარის ამ ნიშანს სურს პარტნიორი, რომელსაც ენდობა და ვისთანაც უსაფრთხოდ გამოამჟღავნებს ემოციებს.
მთვარე ლომში
ლომი მთვარე არ იქნება ბედნიერი, თუ მათი პარტნიორი უგულებელყოფს მათ, როდესაც ისინი ნერვიულობენ ან გაღიზიანებული არიან. ლომი მთვარე არის თავდაჯერებული, მგრძნობიარე, ის არ მალავს სიყვარულს. შეყვარებული ლომი მეტად ლოიალურია, თუმცა მას ხანდახან უწევს პარტნიორის კომფორტზე ზრუნვა და საკუთარი ეგოს მეორე პლანზე გადატანა.
მთვარე ქალწულში
ქალწული მთვარეები ძალიან ინტელექტუალურები არიან, როდესაც საქმე ეხება ემოციების მოზღვავებას. ქალწულებს სურთ საკუთარი ემოციების ანალიზი, თუმცა, ემოციები არ არის მათი ძლიერი მხარე. მიუხედავად ამისა, როგორც კი ქალწული მთვარე ურთიერთობაში თავდაჯერებულობას იგრძნობს, ის ძალიან ყურადღებიანი პარტნიორი ხდება.
მთვარე სასწორში
სასწორი მთვარე მიუკერძოებელი და სამართლიანია. ის პატივს სცემს სხვის აზრს. მას მოსწონს ორივე მხარის მოსმენა, რათა სიტუაციაში ჰარმონია შემოიტანოს. იშვიათად წააწყდებით მთვარე სასწორს, რომელიც მარტოხელაა. მას უყვარს ურთიერთობებში ყოფნა. ეს მისი ძლიერი მხარეა.
მთვარე მორიელში
მორიელი მთვარეები ძალიან პირადულები არიან, ამიტომ მათ ჯერ თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ, რათა გამოავლინონ თავიანთი ემოციური მდგომარეობა. ხშირად მორიელის მთვარის ნიშანი გაცნობის პირველ ხანებში ერიდება მჭიდრო კომუნიკაციას, მაგრამ როგორც კი იპოვის თქვენთან საერთო ენას, ის ბოლომდე გამოგიცხადებთ ნდობას. მორიელი საკმაოდ ერთგული ნიშანია და ამასთან ძლიერიც. მას არასდროს უჭირს მარტოც გაუმკლავდეს საკმაოდ ძლიერ ემოციურ სტრესსაც.
მთვარე მშვილდოსანში
ეს არის ძალიან თბილი მთვარის ნიშანი. იუპიტერის მმართველობით, მშვილდოსანი მთვარე ოპტიმისტური და პოზიტიურია, ამიტომაც მათ არ მოსწონთ ზედმეტად მიდრეკილება ისეთ ნეგატიურ ემოციებზე, როგორიცაა სევდა და ბრაზი. მშვილდოსნები ძალიან პირდაპირები და გულწრფელები არიან, ისინი თამამად გამოხატავენ ემოციებს და თუ საჭიროა, არც ხელჩართულ ჩხუბს ერიდებიან.
მთვარე თხის რქაში
თხის რქას მთვარე არ არის ძალიან გამომხატველი ნიშანი, მას დრო სჭირდება. თავდაპირველად, თხის რქას მთვარე შეიძლება აღმოჩნდეს თავშეკავებული და გაუჭირდეს საკუთარი უნარების გამომჟღავნება, მაგრამ როგორც კი დაგიგულებთ მისიანად, აუცილებლად ბოლომდე გაგიხსნით გულის კარებს.
მთვარე მერწყულში
ეს არ არის მთვარის ნიშანი, რომლის გამოკეტვაც შეგიძლიათ გალიაში. უფრო მეტიც, მერწყული მთვარე არის ადამიანი, რომელიც მოითხოვს დიდ თავისუფლებას ურთიერთობებში. ის მიდრეკილია ინტელექტისკენ და ხშირად უჭირს ემოციების გამოხატვა, სინამდვილეში, მთვარის ეს ნიშანი წარმოუდგენლად ემოციურია.
მერწყული მთვარის იდეალური პარტნიორი არის ის, ვინც მისცემს მათ თავისუფლებას და არ შეუზღუდავს სივრცეს.
მთვარე თევზებში
მთვარის ამ ნიშანს სიყვარულის მუდმივი გრძნობა აქვს ჩანერგილი, ვინც ან რაც იპყრობს მათ გულს, ისინი უპირობოდ შეიყვარებენ. თევზების მთვარე ემოციური და იმპულსური ნიშანია. მათ დასჭირდებათ ადამიანი, რომელიც სწორად მიიღებს მათ ემოციურ ველს და არ ისარგებლებს მათი თანაგრძნობით. თევზების მთვარე შეიძლება თავიდან ყოყმანობდეს სხვების გულში შეშვებაზე, მაგრამ თუ ისინი იგრძნობენ ემოციურ კავშირს და შეძლებენ თანაგრძნობას, მაშინ ფართოდ უღებენ კარებს ყველას.
ასევე ნახეთ: