„ნახავთ მერე, ვინ გაიცინებს ბოლოს... - კიდევ რა ფრაზები დაამახსოვრდათ მე-12 კლასებელს ყველაზე მეტად

ბოლო ზარი

19 მაისს საქართველოს საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ზარი ბოლოჯერ დაირეკა.

EDU.ARIS.GE -მ ამჯერად მუხიანში, 175-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისგან ის ფრაზები შეაგროვა, რომლებიც 12 წლის მანძილზე, მასწავლებლებისა და მშობლებისგან ყველაზე ხშირად ესმოდათ.

მაშ ასე, 12 წლის განმავლობაში დამახსოვრებული ფრაზები:

„გოგოებო, სკოლაში იარეთ, სალონში კი არა!“.

„საატესტატო გამოცდები დაბრუნდება და ნახავთ მერე, ვინ გაიცინებს ბოლოს“.

„თქვენ კიდევ ონლაინ სწავლა და კომპიუტერი გინდოდათ?!“.

„განათლება კიდევ უფრო ალამაზებს ადამიანს“.

„ბავშვებო, არ მესმის კომპიუტერის და მასწავლეთ რას დავაწვე“.

მოსწავლეებმა მშობლების ფრთიანი ფრაზებიც გაგვიმხილეს, რომლებსაც მათი თქმით დედები და მამები მოტივაციის ასამაღლებლად ეუბნებოდნენ.

„იმედია, ტყუილად არ გატარებ რეპეტიტორთან!“.

„თუ კარგად ჩააბარებ, რასაც მეტყვი. იმას გიყიდი. ისეთს ნუ მომთხოვ ოღონდ…“.

„სტუდენტობა უკეთესი გექნება“.

„ნეტავ, მეც შენს ასაკში ვიყო“.