დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
თბილისში, გვიან ღამით მოკლული 26 წლის ახალგაზრდა ტატო ფირცხალაიშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე ორმხრივი სროლა მოჰყვა.
როგორც თვითმხილველები "კურიერთან" საუბრობენ, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მამაკაცს მანქანიდან უთვალთვალებდა.
"ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო. ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი. შურისძიების ნიადაგზე გააკეთა მსგავსი რაღაც. გავიგე, რომ ადრე დაუჭრია გარდაცვლილს ეს ბიჭი და ციხეში მჯდარა. შემდეგ ის ბიჭი თურმე ელოდებოდა ამისგან, რომ შურს იძიებდა და ამის გამო ბრონიჟილეტით დადიოდა, ელოდებოდა," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "კურიერთან".
ფიროსმანის მოედანზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია შემოხაზული იყო ყვითელი ლენტით; ექსპერტ-კრიმინალისტებმა მონიშნეს ადგილები, სადაც ტყვიის მასრები ეყარა.