„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილისთვის, მოკლული მეუღლის ნათესავები უმკაცრეს სასჯელს ითხოვენ.
ისინი სრულად ეთანხმებიან თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ბრალდებულისათვის პატიმრობის გაგრძელების შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა.
შუამდგომლობა არ დაუყენებია ზურაბაშვილის ადვოკატს. მან გადაწყვეტილება სასამართლოს მიანდო.
თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, რადგან გამოძიების გადაწყვეტილებით, მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. სამმაგი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 2024 წლის 12 ნოემბერს დაიწყება.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა.
39 წლის ზურაბაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მეუღლე, ფიქრია ტუგულაშვილი და ორი მეგობარი მოკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.