„დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება...“ - კადრები საბერიოდან
1736851696
კურსდამთავრებულებმა (დამრიგებელი -მაყვალა ხუბუკელაშვილი) დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს პედაგოგებს, მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას.
სხვადასხვა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები შთამბეჭდავად წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
პედაგოგებთან ერთად ახალგაზრდებს გზა დაულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერის მოადგილეები: ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.
ვულოცავთ თითოეულ ლეჩხუმელ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს და უამრავ ცხოვრებისეულ წარმატებას ვუსურვებთ!