ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
19 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლაში ღონისძიება ბოლო ზარი გაიმართა. მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი დღე ლამაზ დღესასწაულად გადააქციეს.შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილი. რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს. ახალგაზრდებს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, წარმატებული და ბედნიერი მომავალი, პროფესიული ზრდა-განვითარება, იმედი, სიყვარული და გონიერება უსურვეს.