ირმა ჭკადუა: ქუჩაში რომ ახალგაზრდა გადიოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, რადგან ადამიანი, რომელიც „ნაცამოძრაობის“ რეჟიმს გააპროტესტებდა, ის ან მოკვდებოდა, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა

ირმა ჭკადუა

ქუჩაში რომ ახალგაზრდა გადიოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, რადგან ადამიანი, რომელიც რეჟიმს გააპროტესტებდა, ის ან მოკვდებოდა, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„ბავშვები „ჯენზებს“ რომ ეძახიან, უშუალოდ არ შესწრებიან სააკაშვილის ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებს. ისე აპროტესტებენ იმას, რაც უნდათ და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იმ დონეზეა, რომ ალბათ ვერც წარმოუდგენიათ, რომ 12 წლის უკან მათივე მშობლებს რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა, როგორ სცემდნენ აქციებზე და როგორ აღმოჩნდა რამდენიმე „თავისუფლების მეტროს“ სახურავზე გარდაცვლილი. ქუჩაში რომ ახალგაზრდა გადიოდა, არ ჰქონდა გარანტია, რომ შინ ცოცხალი დაბრუნდებოდა, რადგან ადამიანი, რომელიც [„ნაციონალური მოძრაობის“] რეჟიმს გააპროტესტებდა, ის ან მოკვდებოდა, ან საპყრობილეში აღმოჩნდებოდა ან შესაძლოა ისე დაეინვალიდებინათ, როგორც მაგალითად კობა დავითაშვილი, ვალერი გელაშვილი და რამდენიმე ადამიანი“, - აღნიშნა ადვოკატმა.