დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
75 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, მეცნიერი ქეთი ნემსაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტს მისი კოლეგები სოცლაურ ქსელში ეხმაურებიან:
თემურ მიქელაძე: „ნახვამდის ქალბატონო ქეთი... ადამიანი, რომელმაც ქართულ პედიატრიაში შექმნა ახალი ეპოქა“.
ივანე ჩხაიძე: „ძალიან სამწუხარო ამბავი ყველა პედიატრის და ყველა ექიმისთვის, უამრავი პაციენტის და მათი მშობლებისთვის. გარდაიცვალა საქართველოს პედიატრთა აკადემიის დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალმედის პედიატრიული კლინიკის დირექტორი, წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი პედიატრი ქეთი ნემსაძე.
უდიდესია ქ-ნ ქეთის წვლილი ქართული პედიატრიის განვითარებაში. ის არის ავტორი საქართველოს კანონის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“, მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამები ბავშვთა ასაკის დიარეული და რესპირაციული დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ, „ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვა“ (IMCI), რამაც უდიდესი როლი ითამაშა ქვეყანაში მწვავე დიარეული და რესპირაციული დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებაში; მისი ინიციატივით დაიგეგმა ქვეყანაში „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოების“ შერჩევის პრაქტიკა; მას ეკუთვნის „ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების შეფასების და ხელშეწყობის“ პროგრამის დანერგვა და ბავშვთა უფლებების საკითხის განხილვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე (ISPCAN-ის მანდატით), ქვეყანაში ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის განხორციელება (AIHA-ს მანდატით). ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა UNICEF-ის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს ცენტრალური ევროპის, ბალტიის და დსთ-ს ქვეყნებში (Regional Network for Children NGO/UNICEF of CEE/CIS and Baltic States), მისი ინიცირებულია კამპანია „ნუ დატოვებ ბავშვს მარტო (Leave No Child Out) ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ის აქტიურად იყო ჩართული ამერიკის ძუძუთი კვების მედიცინის აკადემიის [ABM] და ძუძუთი კვების საერთაშორისო ქსელის (IBFAN) საქმიანობაში.
გარდა ამისა, ქეთი იყოს უბადლო ექიმი, სანიმუშო ხელმძღვანელი, საიმედო მეგობარი და კოლეგა, თბილი და მოსიყვარულე მეუღლე, დედა და ბებია.
დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“.
„როგორი სამწუხაროა. მახსოვს პირველი ლექცია, მის დახვეწილობას ვუყურებდი, როგორი დიდებული იყო. უბადლო ლექტორი და უბადლო ექიმი. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“
„საოცარი, უმაგრესი ქალბატონი ქეთი. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ თქვენთან ერთად მომიწია მუშაობა იაშვილის. კლინიკაში. მადლობა თქვენ ამ წლებისთვის. თქვენი დავიწყება შეუძლებელია... ნათელში იყავით იმ ზეციურ სამყაროში“ - წერენ სოციალურ ქსელში.