ჩვენი ხარჯების რა ნაწილი ხმარდება განათლებას? - საქსტატის მონაცემები

ganatleba

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მცირე წილი განათლებაზე მოდის - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.

2023 წლის მონაცემებით, ქალაქში განათლებაზე სამომხმარებლო ფულადი ხარჯების 3,6, ხოლო სოფლად 1 პროცენტი მოდის. თუკი დასახლების ტიპს უგულებელვყოფთ, განათლებაზე გაწეული ხარჯები მთლიანი სამომხმარებლო ფულადი ხარჯების 2,9 პროცენტს შეადგენს. ცნობისთვის, შარშან ანალოგიური მაჩვენებელი 2.3 პროცენტს შეადგენდა.

ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე მოდის (38.7 პროცენტი). შარშან ამ კატეგორიის წილი 41.8 პროცენტი იყო, წელს კი 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა. შემდეგ მოდის საცხოვრებელ სახლზე, კომუნალურებზე და ა.შ გაწეული ხარჯები (14.6), ხოლო მესამე ადგილზე ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯებია, ამ უკანასკნელს მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 11.2 პროცენტი უჭირავს.

წყარო: