“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
ინდოეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან, დოქტორ სუკანთა მაჯუმდართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ერთმანეთს განათლების სფეროში არსებული მიღწევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო კავშირებისა და ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
ალექსანდრე წულაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ინდოეთსა და საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ.
საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას, ასევე, საერთო პუბლიკაციების მომზადებას.
თავის მხრივ, სუკანთა მაჯუმდარმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები, მადლობა გადაუხადა მინისტრს თანამშრომლობისთვის და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ანა მღებრიშვილმა, ბაია კვიციანმა, საქართველოს ელჩმა ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილმა და კონსულმა ქეთევან ლაგვილავამ.