„ფორბსმა“ დედამიწის უმდიდრესი ადამიანების ახალი სია გამოაქვეყნა

ფორბსი

ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ჟურნალ Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილზეა. მისი ამჟამინდელი ქონება 342 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილი მარკ ცუკერბერგის კუთვნილებაა, 216 მილიარდი დოლარის ქონებით. მესამე ადგილი Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოს ერგო, რომლის ქონება დაახლოებით 215 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სიაში მეოთხე ადგილზეა ლარი ელისონი, Oracle-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის ქონება 192 მილიარდი დოლარია. მეხუთე ადგილი მოულოდნელად დაიკავა ბერნარ არნომ, ფრანგული ფუფუნების საგნების კომპანია LVMH-ის მფლობელმა. მისი ქონება 178 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუმცა სიის სათავეში ის გასულ წელს იყო.