ნახეთ, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი „მეორადი ტანსაცმელი“

მეორადი ტანსაცმელი

2022 წლის განმავლობაში საქართველოში რეკორდული ღირებულებისა და რაოდენობის ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა. ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ, საიდანაც ყველაზე მეტი მეორეული ტანსაცმელი შემოვიდა BM.GE ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან 10 882 ტონა მეორეული ტანსაცმლის შესაძენად 34 მილიონ 451 ათასი დოლარი გავიდა. რაც 2021 წლის იმპორტს ღირებულებით 35.1%-ით, ხოლო მოცულობას 12.1%-ით აღემატება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ნახმარი ტანსაცმლის იმპორტი რეკორდულია.

მეორეული ტანსაცმლის საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ყველაზე დიდი მოცულობით ამ დასახლების საქონელი გასულ წელს თურქეთიდან და ევროპული ქვეყნებიდან შემოვიდა.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა:1. თურქეთი - 12.4 მლნ დოლარი, 4 123 ტონა;
2. აშშ - 6.1 მლნ დოლარი, 440 ტონა;
3. გაერთიანებული სამეფო - 2.8 მლნ დოლარი, 1 103 ტონა;
4. ბელგია - 1.6 მლნ დოლარი, 643 ტონა;
5. პაკისტანი - 1.6 მლნ დოლარი, 1 359 ტონა;
6. გერმანია - 1.3 მლნ დოლარი, 251 ტონა;
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.1 მლნ დოლარი, 495 ტონა;
8. ნიდერლანდები - 1.1 მლნ დოლარი, 325 ტონა;
9. ესპანეთი - 1.1 მლნ დოლარი, 254 ტონა;
10. იტალია - 1.1 მლნ დოლარი, 401 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა იმპორტიორმა კომპანიებმა ნახმარი ტანსაცმელი პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ტუნისიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდან შემოიტანეს.