„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1730740401
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი ჩაუვლის. კერძოდ, ჩვენ შორის მანძილი 1.93 მილიონი კილომეტრი იქნება.
ასტეროიდი, სახელად 1994 PC1 ავსტრალიელმა ასტრონომმა, რობერტ მაკნოტმა 1994 წელს, საიდინგ სპრინგის ობსერვატორიიდან აღმოაჩინა.
ასტეროიდი დედამიწას საქართველოს დროით 01:51-ზე ჩაუვლის.
ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებელი გაამხიარულა და ბევრი მათგანი ხუმრობის ხასიათზეც მოიყვანა:
„ამას მაინც ვიგრძნობთ?“;
„01:50-ზე მაღვიძარას ვაყენებ“;
„ხვალამდე ვერ მეიცდის? მჭადის ფქვილს გავატანდი ჩემებთან“;
„მაგანაც კი ჩაგვიარა“;
„შეყვარებული დამშორდა ასტეროიდიც მშორდება, როგორ დავიწყე 2022 წელი“;
„დავიძინო თუ დავინახავ“;
„გააჩეროს უნდა გავყვე“.