„ზოგჯერ, გამსესხებლები ბოროტად სარგებლობენ და საპროცენტო განაკვეთს ზრდიან...“ - საჭირო ინფორმაცია მათთვის ვისაც სესხი აქვს

სესხი

„მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი დადგენილია და ახლა ავხსნი, რამდენია ეს“,- ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია საუბრობს. 

„ზოგჯერ გამსესხებლები ბოროტად სარგებლობენ და გამოიხატება იმით, რომ საპროცენტო განაკვეთს ზრდიან და დარწმუნებული ვარ, რომ 90-მა პროცენტმა არ იცის ამის შესახებ. სესხის გაცემისას, იქნება ეს ოქროს დალომბარდება, თუ ავტომობილის, მთლიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი, არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 50 პროცენტს. თუ, პირობითად, გამოგვაქვს 1000 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი, არ უნდა იყოს 50 პროცენტზე მეტი“,- ამბობს თამარ კერძაია. 

ნახეთ, დეტალურად ვიდეო: