წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„21 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზ. N63-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 21 თებერვლის 23:30 საათიდან  22 თებერვლის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს და ვაჟა-ფშაველას გამზ. N 57, 59, 61, 63, 65

21 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის  რაიონში,ნ.ბაშალეიშვილის ქ. N25-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 21 თებერვლის 12:00 საათიდან 21 თებერვლის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

ბაშალეიშვილის ქუჩას ჩიხებით, ალეკო შენგელიას, ალეკო შენგელიას I შესახვევს, ვალერი გუნიას ქუჩას ვალერი გუნიას, ბელინსკის 18-44 (ლუწებს), 23-41 (კენტებს), გოგებაშვილის I გასასვლელს, გოგებაშვილის I შესახვევს, ივანე კერესელიძის N 24-46 (ლუწებს), N23-35 (კენტებს), კოტე მაყაშვილის N 26-32 (ლუწებს), N 31-35 (კენტებს).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.