შუქი

„თელასი“ აფრთხილებს აბონენტებს, რომელთაც 15 აგვისტოს შუქი გაეთიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის, ავთანდილ ღოღობერიძის, ლევან ღოღობერიძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, ნადირა ხოშარაულის, თორნიკე ერისთავის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, ვახტანგ ნინუას, ზესტაფონის, ვანის, არჩილ კერესელიძის, მირცხულავა ალიოს, მიხეილ წინამძღვრიშვილის, პროლეტარის, ბაღის, ტრანსპორტის, კარალეთის, სამტრედიის, სანაპირო კოსმონავტების და წყალტუბოს .ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მაიაკოვსკის, სლავა მეტრეველის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და სანაპიროს ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ბოგდან ხმელნიცკის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩების  მოსახლეობას.

 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქოს, მურმან ლებანიძის, ცაბაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თევდორე მღვდლის, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ნაკადულის, რევაზ მამისაშვილის, თავკვერის და ბაბუციძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ღამბაშიძის, სალხინოს და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“ - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი სიახლეები