სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.
შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.
„შეხედეთ ჩემს კუთხეს. ოლიმპიური ჩემპიონები - ვლადიმერი, ახალგაზრდა განგსტერი - საბა, გიგა ჭიკაძე, მეთლი კალიფორნიული სამეგობროთი და მთელი აბუ-დაბი ძმაო. ძმაო ერთი რამის თქმა შემიძლია, ის სამუდამოდ ჩემი ძმა არის (საბა) ცხოვრების ბოლომდე! არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“, - თქვა დვალიშვილმა ტურნირზე გამარჯვების შემდეგ.