„ერთ რამეს ვთხოვ აბუ-დაბის მთავრობას...“ - მერაბ დვალიშვილის მოულოდნელი განცხადება RAF-ის ტურნირზე, რომელსაც არავინ ელოდა

მერაბი

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.

შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.

გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბის მთავრობას სიტყვით მიმართა:

„ერთ რამეს ვთხოვ აბუ-დაბის მთავრობას, ან ვისაც ეხება - გთხოვთ, გაათავისუფლოთ ეს ბიჭები. გამოუშვით გარეთ გთხოვთ. ჩვენ უბრალოდ მებრძოლები ვართ, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მინდა ისინი გამოუშვათ...“

ნახეთ ვიდეო სრულად აქ.

✕