პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიხეილ ცაგარელი მომდევნო 1 კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს იძლევა.
„ყურადღება მიაქციეთ შაბათ დღეს. 20 აგვისტოს მარსი, პლანეტა რომელიც ენერგიებს მართავს, ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ადამიანებში აქტიურობა, ენერგიულობა, მოგზაურობისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, მაგრამ თავისებური სირთულეები იქნება. მოიმატებს სულსწრაფობა, უყაირათობა ფულის ხარჯვის ტენდენციის კუთხით, მოიმატებს შინაგანი მერყეობა, გაორება, ფლირტისადმი მიდრეკილება, და ა.შ.
წინა კვირასთან შედარებით, ეს კვირა უკეთესი იქნება. ენერგოტონუსი შედარებით მაღალი ექნება ყველას, იმიტომ, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის. ამის შემდგომი კვირა უდავოდ, რთული იქნება. ეს კვირა, 15-21 აგვისტო შუალედური იქნება და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს ყველა ზოდიაქოს ნიშანს წინა რთული და ასევე შემდეგი რთული კვირას შორის.“, - აცხადებს ცაგარელი „ჰოროსკოპთან“