თბილისში დღესაც ძალიან ცუდი ჰაერია - როგორ მოვიქცეთ

ჰაერი

18 იანვარის დილის მონაცემებით, (10:00-11:00სთ) თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის, Air.gov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, იმ უბნებში, სადაც სადგურებია განთავსებული, ჰაერის დაბინძურების ძალიან ცუდი მაჩვენებლებია - კონკრეტულად, აღმაშენებლის გამზირზე, რუსთაველზე, წერეთელზე, ყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილში.

დაბინძურებული ჰაერი დედაქალაქის მასშტაბით, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე განთავსებული რეკომენდაციების მიხედვით, როდესაც მაღალია ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მაჩვენებელი, ამ დროს ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისთვის და სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე ყველამ შეიძლება განიცადოს. ასეთ შეთხვევაში, გულის, ან ფილტვის დაავადების მქონე პირებმა ყველანაირ ფიზიკურ აქტივობას უნდა აარიდონ თავი. ყველა დანარჩენმა კი, თავი უნდა შეიკავოს გახანგრძლივებულ და აქტიურ გარე ფიზიკური აქტივობისგან.