ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1789762148
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ხანმოკლე წვიმა იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ზუგდიდშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ოზურგეთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ბახმაროშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ქუთაისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც ნალექია. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ნალექს ელოდებიან ხაშურშიც. დღისით +20 გრადუსი, ხოლო ღამით +15 გრადუსი იქნება.
თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმა იქნება. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია წვიმა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ხანმოკლე წვიმა იქნება მარნეულშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო ღამით +18 გრადუსი იქნება.
იწვიმებს დმანისშიც. დღისით +16, ხოლო ღამით +14 გრადუსი იქნება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.