1728846029
"პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ჩემს მხარდასაჭერად ხმა ამოიღო" - ლადო ბურდული მასზე ფეისბუქ თავდასხმას ეხმიანება
ლადო ბურდულის პოსტს, რომელიც ძაღლებს ეხებოდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მუსიკოსი წერდა, რომ ძაღლი ქუჩაში ალიკაპის გარეშე არ ატაროთ, თუ გიყვართ შინ წაიყვანეთ და მათ უფლებას ნუ აყენებთ ადამიანის უფლებაზე მაღლაო.
ბევრმა ამ ფეისბუქ პოსტის გამო გაკიცხა. დღეს მუსიკოსი საპასუხოდ ასეთ სტატუსს აქვეყნებს.
"სხვათა შორის, პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ჩემს მხარდასაჭერად ხმა ამოიღო. ესეც ძაან მოულოდნელი და სასიამოვნო განცდა იყო, რადგან 58 წელი მარტო, არავის იმედზე, მხოლოდ უფლის იმედად ვიცხოვრე და ვიომე.
მადლობა კიდევ ერთხელ", - წერს ბურდული ფეისბუქზე.
ჟურნალისტი კახი ლაზარიშვილი ლადოს პოზიციით გაღიზიანებულთა სიაში აღმოჩნდა.
კახი ლაზარიშვილი: ძაღლი რომ ბევრია ქალაქში, ამას აქვს თავისი ბევრი მიზეზი და ამაში არც ძაღლია დამნაშავე და არც ის ადამიანები, ვისაც ებრალება ისინი და ზრუნავენ....ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამისთანა უხერხემლოების ნათქვამი სიტყვა არის ერთგვარი წახალისება და სტიმული იმ უამრავი სადისტისთვის, ვინც მიუსაფარი ძაღლებისა და კატების წამებითა და ხოცვით, "ღვთიურ" სიამოვნებას განიცდიან...საინტერესოა, ტაძარში რომ დადიან აღსარებაში თუ ამბობენ ცხოველებს რომ წამლავენ და კლავენ...