1728583740
შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, ლომთათიძის, ბეჟანიშვილიუს, მექანიზაციის, ჩარგლის, მოლითის, ერისთავის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, კნოლევის, ქართველიშვილის, ღრმაღელის და ინდუსტრიის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნადიკვარის (ნაწილობრივ), ორთაჭალის, ნიშნიანიძის, ერეკლე მეორის, ტყავის, კოტე აფხაზის, შარდენის, სიონის, თუმანიანის, ბამბის რიგის, სანაპიროს, გორგასლის, გურამიშვილის, სადგურის, იერუსალიმის, ღვინის, ხანძთელის, საიათნოვის, თონეთის და აბოვიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ასევე ნახეთ:
რატომ ეკავა მუდამ ელისაბედ II-ს ხელში ჩანთა - დედოფლის ქცევის საიდუმლო ამოხსნილია
როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ნიცა თავაძემ იუბილე - ნეაპოლიდან კადრები გავრცელდა