შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 7 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას მოედნის, ცაგარელის, შარტავას, იოსებიძის, დები  იშხნელების, ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, კოსტავას, ტაშკენტის, კანდელაკის, ონიაშვილის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის, კანდელაკის, ონიაშვილის, ფანჯიკიძის, შარტავას, იოსებიძის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთულუღის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მერვე  ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, წულუკიძის, ბეგიაშვილის, ქობულაძის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ანდღულაძის, კვაჭანტირაძის, ჯავახეთის, ზანდუკელის, ხარაბაძის, მხარგრძელის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ანდრონიკაშვილის, გაგარინის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.