19 თებერვალს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 19 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, ავთანდილის, თინათინის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ერედვის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, V, VI, VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ფხაკაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, სანდრო ეულის, ანა პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, თოფურიას, ლევან ალექსიძის, პეტრე ქავთარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, შავიშვილის, მარიჯანის, შავგულიძის, გამყრელიძის, ჯიქიას, უნივერსიტეტის, გიორგი დანელიას და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვის უბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IX კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ჩარგლის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, დომენტი ჟღენტის, შროშის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.