VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
„არსებობს ისეთი ფაქტორები, რასაც კალათბურთისნაირ ძნელად პროგნოზირებად სპორტის სახეობაში წინასწარ ვერ გათვლი, მაგრამ როდესაც შენი გუნდის შემადგენლობაში თორნიკე შენგელია თამაშობს, შეუძლებელი არაფერია“ - ასეთი შესავლით იწყება ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ეროვნული გუნდის დანიელებთან გამარჯვებაზე მიძღვნილი ვრცელი სტატია, სადაც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი.
ჩვენი ქვეყნის უპირველესი საკალათბურთო გუნდის კაპიტანმა გუშინ ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩი 19 ქულით, 13 მოხსნით, 4 ასისტით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. თოკოს ასპარეზობას კი ევროლიგის საიტის ჟურნალისტი ასე ახასიათებს:
„მატჩის მეორე ნახევარში „ვირტუსში“ შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი და დანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იფე ლუნდბერგი ათამაშდა, მაგრამ მისმა ეფექტიანობამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ყველაზე საჭირო მომენტში თორნიკე საქართველოს გამარჯვებისკენ გაუძღვა.
განაგრძე კითხვა