უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება - დეტალები

რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.

„საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი; 25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი; 25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი; 25 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; 25 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; 26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 26 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.