ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება

ბავშვი

ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია ციციშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორის მაია ჩხაიძემ „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა.

მისი თქმით, კლინიკაში პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არც ერთი ადგილი აღარ არის.

„საწოლფონდი სრულად შევსებული გვაქვს, რეანიმაციაშიც მძიმე პაციენტები წვანან და იქაც ადგილი არ არის. 3 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე - მათგან ერთი 11 წლის არის და რეფერირებულია სხვა კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში, ჟანგბადდამოკიდებულება იყო და 2 დღეა უკვე, რაც მართვით სუნთქვაზე გადავიდა. კიდევ ორი ბავშვი - ერთი ახალშობილი, ერთი კი 5 წლის მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.