1728583740
„ხელი რომ გამოსდო, გაისროლა და შემთხვევით დედას მოხვდა“ - დეტალები წალენჯიხაში შვილის მიერ მოკულულ ქალზე
წალენჯიხაში, რამდენიმე საათის წინ შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ შემთხვევით, დედა, 50 წლამდე ქალი იმსხვერპლა.
შუახნის ქალი მ.ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო.
„უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში, უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი. ხელი რომ გამოსდო, გაისროლა და შემთხვევით დედას მოხვდა, საძილე არტერიაში... აბა რა გითხრათ, ვერ მოხერხდა ქალის გადარჩენა“, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.