1746733863
თბილისში კორონავირუსის 9 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება - ნახეთ რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 იანვარს 17 ათასს გადააჭარბა. აქედან 9 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
ნახეთ, როგორ არის გადანაწილებული ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს სხვა რეგიონებში:
თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა - 1 523, იმერეთი - 2 219, ქვემო ქართლი - 780, შიდა ქართლი - 775, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი - 289, სამცხე-ჯავახეთი - 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 26.5%-ია.