გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
კიოტოს მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ შტამი, პლასტმასისა და ადამიანის კანის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, წინა ვარიანტებზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლობს.
ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით,პლასტმასისა და პლასტიკური ნაწარმის ზედაპირზე უხანიდან გავრცელებული ვარიანტი 56 სთ-ს, „ალფა“ 191,3 სთ-ს., „ბეტა“ 156,6 სთ-ს, „გამა“ 59,3 სთ-ს, ხოლო „დელტას“ ვარიაცია 114 სთ-ს ცოცხლობდა. „ომიკრონის“ შემთხვევაში კი მისი სიცოცხლისუნარიანობა 193,5 საათს აღწევს, რომელიც დაახლოებით 8 დღეს უდრის.
რაც შეეხება ადამიანის კანზე კორონავირუსის ვარიანტების სიცოცხლის ხანგრძლივობას: თავდაპირველი, უხანიდან გავრცელებული შტამის შემთხვევაში ის 8,6 სთ-ი იყო, „ალფას“ შემთხვევაში 19,6 სთ-ი, „ბეტა“ შტამი კანზე 19,1 სთ-ს რჩებოდა, „გამა“ - 11 სთ-ს, „დელტა“ - 16,8 სთ-ს. ხოლო „ომიკრონის“ სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა ადამიანის კანზე 21,1 საათია.