თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა - დაიკითხა დაცვის წევრი

გრიგოლ ლილუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა.

სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა ლილუაშვილის დაცვის წევრი.

„დღეს დაცვის მხარემ მოიყვანა სასამართლოში დათვის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც იმ დროისათვის იცავდა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს, დასაცავი ობიექტი იყო გრიგოლ ლილუაშვილი. ბუნებრივია, ამ ამოწმეს დაუსვეს კითხვები დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე ამ მოწმის მოყვანის არსი და აზრი, იდეა ის იყო, რომ მას ეთქვა სასამართლოს წინაშე, რომ გამორიცხავს რაიმე სახის შემხებლობას და კორუფციულ გარიგებას გრიგოლ ლილუაშვილსა და რომეო მიქაუტაძეს შორის. ბუნებრივია, დაცვის თანამშრომელი ამაზე ვერ ისაუბრებდა და ბუნებრივია, გრიგოლ ლილუაშვილი არ გააკეთებდა არაფერს იმ ფორმით, რომ დაცვის თანამშრომლებისათვის ცხადი და ცნობილი ყოფილიყო, ვისთან რა სახის კორუფციულ გარიგებაში შედიოდა,“ - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.