სასამართლომ 1500 ლარი დააჯარიმა ლევან დავითულიანი, რომელმაც ზურაბ ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სენაკის რაიონული სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა დიანა ჩაკვეტაძე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა შორენა ბეგაშვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი განიხილა და 1500 ლარი დააჯარიმა ლევან დავითულიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ზურაბ ჯაფარიძეს.

„მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ასობით საქმე განიხილება საქართველოს მასშტაბით. ბოლო პერიოდის მანძილზე შედარებით იკლო მსგავსმა სამართალდარღვევამ, თუმცა რეაგირება ნამდვილად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მსგავსი ტიპის საქმეები სასამართლოებში იგზავნება,“- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი სალომე ქირია.