დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
BA.2 - ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ საქართველოში „ომიკრონის“ მეორე შტამიც ვრცელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% სწორედ „ომიკრონია“ და სწრაფი გავრცელების ტალღა შესაძლოა უკვე იდენტიფიცირებულ მეორე ქვეშტამს უკავშირდებოდეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თუ კი ადამიანს რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ეწყება, ის აუცილებლად უნდა იყოს სახლში და ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი.
„ომიკრონის„ ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს არის „ომიკრონი“. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ომიკრონის“ ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და დიდი ალბათობით, რადგან ქვეყანაში სწრაფი ტალღაა, შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, BA1- თან შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს.
დღეს ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება, ანუ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება. დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად უნდა ვიანგარიშოთ 3-4 ჯერ მეტი. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომლებიც, თითქმის, უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს.
ისინი უნდა იყვნენ სახლში! არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლშია. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ ეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ გაქვთ თუ არა და შტამი გაქვთ თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რადგან 90 %-ში ცირკულირებს "ომიკრონის" შტამი ე.ი არის "ომიკრონი" და იყოთ სახლში! დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმის საშუალებით, სიმპტომების მიხედვით მდგომარეობა მართოთ. 90% შემთხვევებში და მეტი ეს ჩაივლის რამდენიმე დღის, 3-4-5 დღის განმავლობაში, თითქმის, სიმპტომების გარეშე ან მცირეოდენი სიმპტომებით. 37-37.5 გრადუსი ტემპერატურით და ოდნავ ყელის ტკივილით. იცით ამ დროს რა უნდა გამოიყენოთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევებიდან, მხოლოდ 1%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ეპიდემიოლოგი საზოგადოებას მოუწოდებს არ აყვნენ პანიკას.
„ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 1600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული და მათგან ჰოსპიტალიზაცია 16-მდე ადამიანს, 1%-ს დასჭირდა. იქიდან 13 ადამიანი სწრაფადვე გაეწერა, 3 რჩება, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, ამან არ უნდა დაგვამშვიდოს. „ომიკრონით“ დაინფიცირების საშუალო ასაკი 33.7 წელი გვაქვს.
რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების ხვედრითი წილი საერთო ინფიცირების არ არის გაზრდილი. 18-19%-ის ფარგლებშია 19 წლამდე ბავშვების წილი. შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით! გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ იქნება მოსახლეობაში პანიკა!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე ნახეთ - 50 წლის ასაკიდან 100 ლარიანი დახმარება - რა შემთხვევაში მიიღებთ თანხას