არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე

იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“, რითაც უპასუხა კითხვას - რამდენად მაღალია „ომიკრონის“ პირობებში ბავშვებში პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების განვითარების ალბათობა. 

„არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს. პირველი შემთხვევა ომიკრონის დეკემბერში დაფიქსირდა და თვეზე ცოტა მეტია გასული, ასე რომ მინიმუმ კიდევ 5-6 თვე არის საჭირო შევადაროთ ომიკრონი ადრე არსებულ დელტას, რომლის პოსტკოვიდური გართულებების შესახებ ინფორმაცია დეტალური გვაქვს. ასე რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული. რა თქმა უნდა ველოდებით ჩვენ ამ შემთხვევების მატებას, მაგრამ ჯერჯერობით არის თუ არა „ომიკრონი“ ამ მხრივ განსხვავებული კორონავირუსის სხვა მუტაციებისგან, ეს ინფორმაცია არ არსებობს“, - განაცხადა ჩხაიძემ.