ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
სამართალდამცველებისთვის ცეცხლის გახსნის საპასუხოდ ლიკვიდირებული მირზა ალიევის საქმეზე, ახალი გარემოებები გასაჯაროვდა. რა მიზნით მობილიზდა კაბალში მის სახლთან სპეცრაზმი - დეტალები დღეს გენერალურ პროკურატურაში, საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მირზა ალიევი "ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი იყო და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა.
გასაჯაროვდა კონკრეტული ფაქტი. გამოძიების ინფორმაციით, ალიევს ე.წ ქურდულ საერთოში თანხა უნდა მიეტანა, თუმცა რაოდენობის შემცირება სურდა და ქურდული სამყაროს წევრებს მიმართა. მოეწყო ქურდული გარჩევები. რამდენიმე დღის შემდეგ შეთანხმება შედგა, მირზა ალიევს თანხა შეუმცირდა, სანაცვლოდ კი მან "ქურდული სამყაროს" წევრებს 6 000 დოლარი გადასცა.
საგამოძიებო მასალებით ირკვევა, რომ მირზა ალიევმა ამ შემთხვევამდეც პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ პატიმარს თანხა ჩაურიცხა. "კურიერის" ინფორმაციით, ეს პირი კრიმინალური ავტორიტეტი, თეიმურაზ მამედოვია.
პროკურატორის მიერ გასაჯაროებული დეტალები, იმ სისხლის სამართლის საქმის ეპიზოდებია, რომელშიც არაერთი მტკიცებულება უკვე დევს. ამოღებულია მობილურები, რითაც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, დიდი რაოდენობით თანხა და სატელეფონო ჩანაწერები, რომელშიც გამოძიებამ მოიპოვა. 14 წუთიანი მასალის შინაარსი, ე.წ კანონიერი ქურდების ჩართულობით, ფინანსური დავების მოგვარებას და მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში, დავით მიქაძის მიმართ, ე.წ შუმოკის მოწყობას უკავშირდება.
ეს სატელეფონო საუბრები და გამოკითხვის ოქმები ბრალდებულების ადვოკატებისთვის მყარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს. ინტერესებს დამცველები გამოძიების მიერ გაშიფრულ სქემაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ
ფინანსური დავების მოგვარება ე.წ ქურდული წესებით და საპატიმროში კრიმინალური მეთოდებით ბრალდებულების დასჯა - ეს ის დანაშაულებია, რომლის გამოც "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ 2 დღის წინ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა 34 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალდება, ხოლო სამს პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.
დაუსწრებლად სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე, პასუხისგებაში მიცემულ პირებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.