რა საფრთხეს უქმნის „ომიკრონი“ ბავშვებს – ნახეთ, სულ ახალი ინფორმაცია სამხრეთ აფრიკიდან

ომიკრინი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონზე“ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და როგორც გრაფიკიდან ხედავთ, შემთხვევების გაორმაგებას დასჭირდა სულ 2 დღე, მაშინ, როცა დელტას დროს მაგალითად, ეს მაჩვენებელი იყო 5 დღე.

საქართველომ რომ გაითვალისწინოს უკვე, კარგი იქნება – როგორც სამხრეთ აფრიკელები აცხადებენ, შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და პედიატრიული განყოფილებების სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.

შემთხვევების უმეტესობა სამხრეთ აფრკაში ისევ აუცრელებშია… ნუ ამას საქართველო სამწუხაროდ, ვერ უშველის ამ მოკლედ დროში, სანამ ეს შტამი საქართველოშიც შემოაღწევს“, – წერს წერეთელი.