ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
საქართველოში 18 იანვარს კორონავირუსის ყველაზე მეტი, 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტები ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების ზრდას კიდევ ელოდებიან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, პიკში ქვეყანაში 10-15 ათასი შემთხვევები დადასტურდება.
გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, ბავშვთა ქირურგი, ლევან ფერაძე ინიციატივით გამოდის, რომ ქვეყანაში PCR ტესტის აღება უფასო გახდეს.
„დღევანდელი მონაცემები მართლაც რეკორდულია. ინფიცირებული შესაძლოა 3-ჯერ და 5-ჯერ მეტი იყოს. PCR აუცილებლად უნდა გახდეს უფასო. დადასტურებული კონტაქტების შემთხვევაში PCR უნდა დაფინანსდეს. ჩვენ ათას რაღაცას ვაფინანსებთ, მათ შორის რბილი ავეჯის ყიდვას, ბალ მასკარადებს და ტესტის დაფინანსებაც უნდა მოვახერხოთ“,- განაცხადა ლევან ფერაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.