ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ვილი სა­ნი­ოლს ემოციური წერილით და­ემ­შვი­დო­ბა

სანიოლი

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ვილი სა­ნი­ოლს ემოციური წერილით და­ემ­შვი­დო­ბა.

„მად­ლო­ბა, ვილი! ერ­თად ბევ­რი რამ გა­ვი­ა­რეთ, დავძლი­ეთ სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლე, პი­რა­დად მე და ჩემ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ავიხ­დი­ნეთ ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­ტა­ნეთ, ეს შენ­თან ერ­თად მო­ვა­ხერ­ხეთ და ამ წა­რუშ­ლე­ლი ის­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თად გავ­ხდით.

ეს სი­ხა­რუ­ლი და ემო­ცია, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად გა­ვი­ზი­ა­რეთ, ყვე­ლას­თვის სა­მუ­და­მოდ ის­ტო­რი­ად დარ­ჩე­ბა. ამ პე­რი­ო­დის­თვის და ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას გიხ­დი, ეს სა­ფეხ­ბურ­თო თავ­გა­და­სა­ცე­ლი არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ მო­მა­ვალ­ში, ჩვენ კვლავ შევ­ხვდე­ბით.” - წერს კვარაცხელია  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

 ვილი სა­ნი­ოლ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი და­ტო­ვა. 2028 წლის ბო­ლომ­დე ნაკ­რებს ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი რა­მაზ სვა­ნა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

✕