1790439033
„მოსავლის მთვარე“ და დიდი ტრანსფორმაცია - რას გვპირდება 26 სექტემბრის სავსემთვარეობა
ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში 26 სექტემბრის სავსემთვარეობაზე წერს. მისი თქმით, ეს თვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა!
„სავსემთვარეობა — მოსავლის მთვარე — განსაკუთრებული პერიოდია, რომელიც დაკავშირებულია დასრულებასთან, შედეგებთან და დაგროვილი ენერგიის გამოვლენასთან.მისი გავლენა შეიძლება განსაკუთრებით შესამჩნევი იყოს ემოციურ და მგრძნობიარე სფეროებში.ირგვლივ შესაძლოა ბევრი რამ გაურკვეველი იყოს, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში იპოვოთ სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა.ტრანსფორმაციები მიმდინარეობს როგორც სამყაროში, ისე თითოეულ ჩვენგანში. ჩვენ ვცხოვრობთ დიდი ცვლილებების პერიოდში ,თითქოს კაცობრიობის ცნობიერებაში ახალი ეტაპისკენ სწრაფი გადასვლა მიმდინარეობს. შეხედეთ ციფრებს...26 → 2+6 = 8.2026 → 2+0+2+6 = 10 → 1.ხოლო რვიანის ენერგია ნუმეროლოგიურ ტრადიციაში დაკავშირებულია ძალასთან, მატერიალურ სამყაროსთან, პასუხისმგებლობასთან, წარმატებასა და კეთილდღეობასთან.სექტემბერი კი წლის მეცხრე თვეა — დრო, როდესაც ბუნება მოსავლის ნაყოფს გვიჩვენებს და დასრულებული პროცესების შედეგები უფრო თვალსაჩინო ხდება. 26.09.2026 — სავსემთვარეობის ენერგია და შემოდგომის სიმბოლური ენერგია ერთ წერტილში იკვეთება. გამოიყენეთ ეს პერიოდი სიმრავლის, კეთილდღეობისა და ახალი შესაძლებლობებისთვის სივრცის გასახსნელად. სავსემთვარეობის დღეები ემოციურად ინტენსიური შეიძლება იყოს — განსაკუთრებით რამდენიმე დღე მანამდე და მის შემდეგ.ამ პერიოდში სასურველია: არ გაარკვიოთ ურთიერთობები ემოციების ფონზე; მოერიდოთ კონფლიქტებსა და დაპირისპირებას; გაბრაზებისას არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები; არ დაწვათ ხიდები ურთიერთობებში ან საქმიან პარტნიორობაში იმპულსურად; თუ შესაძლებელია, გადადოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების, კონტრაქტებისა და შეთანხმებების ხელმოწერა; მოერიდოთ დაუგეგმავ და ძვირად ღირებულ შენაძენებს. ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სივრცეს. დაალაგეთ და გაასუფთავეთ სახლი; გააკეთეთ საფუძვლიანი დასუფთავება; აანთეთ სანთლები; გაათავისუფლეთ სივრცე ზედმეტი ნივთებისა და დამღლელი ენერგიისგან; მოერიდეთ ნეგატიურ საუბრებსა და დაძაბულ გარემოს. მიმართეთ ყურადღება საკუთარ სხეულსა და შინაგან მდგომარეობას.ეს კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გაუშვათ ძველი და ადგილი დაუთმოთ ახალს.დაასრულეთ ის, რასაც დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ გაუცნობიერებლად დებთ გვერდზე ან თავს არიდებთ. სავსემთვარეობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას, სიზმრებსა და შინაგან შეგრძნებებს.“ - წერს თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში.










