1730578379
რა პროპორციით გვიცავს აცრების რაოდენობა „ომიკრონისგან“ - ინფექციონისტი ვაქცინაციის ზემოქმედების სქემას განმარტავს
რა დაგვიცავს "ომიკრონისგან" - ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლის ფონზე სპეციალისტები გამოსავალზე მსჯელობენ. შემთხვევების მატების მიუხედავად ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების რიცხვი არ იზრდება, ვინაიდან ამბობენ რომ ვაქცინირებულებში "ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ მთავარი მოწოდება და რჩევა ისევ ვაქცინაციაა.
„ამ ეტაპზე არსებული კვლევების მიხედვით სრულფასოვანი ვაქცინაცია, ვგულისხმობ "ბუსტერის" ჩათვლით გვიცავს "ომიკრონის" და სხვა შტამების მძიმე მიმდინარეობისგან. "ომიკრონის" შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 80% , ანუ 80% ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს, ჰოსპიტალიზაციის რისკებს, შესაბამისად გვეყოლება ნაკლები მძიმე პაციენტები და ჰოსპიტალი იქნება ნაკლებად გადავსებული. იმ ადამიანებში, რომლებიც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები დაახლოებით 3-ჯერ მცირდება გადადების რისკი,"- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.