ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
ამ ეტაპზე საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 951 შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, სპეციალისტებმა მათგან 621 ადამიანის შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს.
მისი თქმით, ამ 621 შემთხვევიდან 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 7 მათგანი უკვე გაწერილია, 4 კი კლინიკებში რჩება. არცერთ მათგანს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არ დასჭირდა.
მათი საშუალო ასაკი 32,9 წელია. ანუ, ძირითადად ახალგაზრდები არიან. აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლები. 5 წლამდე ასაკის გახლდათ 13, მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.53 %-ია.