პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, უვითარდებათ თუ არა ბავშვებს „უჩვეულო გამონაყარი”, რადგან ეს არის ნიშანი, რომ მათ აქვთ ომიკრონ კოვიდი” – ეს განცხადება დოქტორმა დევიდ ლოიდმა Sky News-თან საუბარში გააკეთა.
გამოცემის ცნობით, შესაძლოა მოკლე დროში „ომიკრონმა“ დელტა შტამი ჩაანაცვლოს.
„ახალი შტამის სხვა სიმპტომები მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფებში მოიცავს დაღლილობას, თავის ტკივილს და მადის დაკარგვას. ბავშვების დაახლოებით 15%-ს, რომლებსაც ომიკრონი დაუდასტურდათ, განუვითარდათ გამონაყარი“.
ექიმის თქმით, ომიკრონის ადრეული შემთხვევები წინა შტამებისგან ოდნავ განსხვავებული სიმპტომებით ვლინდება.
„ყოველთვის გვყავდა კოვიდით დაავადებული პაციენტების მცირე ჯგუფი, რომლებსაც უჩნდებათ გამონაყარი, მაგრამ ბავშვების 15%-ში ეს დადასტურდა. ასე რომ, ვიწყებთ ვირუსის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას და ხასიათის შესწავლას“.
ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
მაღალი ტემპერატურა,
ხშირი ხველა – ხველის სამ ან მეტ ეპიზოდს 24 საათში,
ყნოსვის და/ან გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შეცვლა,
უჩვეულო გამონაყარი.
დოქტორმა ჯეფრი ბარეტმა, კოვიდ-19-ის გენომიკის ინიციატივის დირექტორმა Welcome Sanger Institute-ში, განაცხადა, რომ შესაძლოა, ომიკრონმა დელტა შტამის ჩანაცვლება მოახდინოს, როგორც კოროვირუსის დომინანტურმა ვარიანტმა და ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდეს.