პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ წარსული მიღწევები შემოატრიალა და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზარალით ტურიზმის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რამაც აიძულა მთავრობა, მიეღო მთელი რიგი შეზღუდვები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა“,- აღნიშნულია ანგარიშში.